სასწავლო პროექტი


 როცა ლექსი ბევრად მეტია...


 პროექტის თემა: კოლაუ ნადირაძის ლექსი ,,25 თებერვალი, 1921 წელი“. 
მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემებისა, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. ახასიათებენ ნაწარმოებში  აღწერილ  ადგილს,დროს.მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევენ დეტალებს, რომლებშიც    ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან კონკრეტულ ეპოქის დამახასიათებელ თემას  (საქართველოს ოკუპაცია ) და  აფასებენ არა მხოლოდ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და  ფასეულობების  კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდან.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდებათ მხატვრული ნაწარმოების სიღმისეული წვდომა;  განამტკიცებენ ინფორმაციის მოძიების უნარს ინტერნეტის გამოყენებით;  ჩამოაყალიბებენ პირად განცდებს და შთაბეჭდილებებს ; გაიღრმავებენ  ცოდნას  მოცემულ საკითხზე ; შექმნიან ლექსის ,,25 თებერვალი, 1921 წელი’’ ელექტრონულ პრეზენტაციას. 

მოსწავლეთა ასაკი: 17-18 წელი.

ვადების ხანგრძლივობა:  5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული პრეზენტაციის შექმნალექსის გარშემო, პროექტის მუსიკალური გაფორმება, ნახატების გამოფენა.

პროექტისათვის საჭირო რესურსები: კოლაუ ნადირაძის ლექსი, თეთრი ფურცლები, მარკერი, სახატავი ფურცლები, გუაში.

ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:
 პირველი აქტივობა -მასწავლებელი გამოკვეთს ლექსის თემას; კლასს ჰყოფს ჯგუფებად და  აძლევს დავალებებს.  
პირველი  ჯგუფი-ავტორის როლი, აუდიტორია, ფორმატი, თემატიკა.
მეორე ჯგუფი-ღია და დახურული კითხვების შედგენა (ცოდნა, გაგება, ანალიზი, შეფასება) .
მესამე ჯგუფი-ესეს, ჩანახატის, ლექსის შექმნა.
შეიქმნება ელექტრონული პრეზენტაცია, რომელსაც პროექტის პრეზენტაციის დროს აჩვენებენ:

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული

ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას.
  • აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
  • აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;
  • ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე; 
  • შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
  • ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.
 პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ლომთაძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lomtadzexatuna@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий